გაკვეთილის გეგმა
შემდგენელი : ლალი ქობულაძე
|
|
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი :III
|
თემა : ხათუნა კალატოზიშვილის
მოთხრობა ,,ფერები „
|
დრო :45 წუთი
|
გაკვეთილის ამოცანები /სწავლის შედეგები
( ცოდნა , უნარ ჩვევები დამოკიდებულებები )
მოსწავლეები
Ø გაიაზრებენ
როგორ შეიძლება ფერების მიღება ;
Ø განივითარებენ
აზროვნების , მეტყველების , გამომეტყველებითი კითხვის უნარს ;
Ø შეძლებენ
ხელოვნების სხვადასხვა დარგის ( ლიტერატურის , ფერწერის ,მუსიკის ინტეგრირებულ აღქმას
)
Ø გაივარჯიშებენ
ვერბალური და ასოციაციური სქემების გამოყენებაში :
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქართ. III. 2.
მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის
გადმოცემა
ქართ. III. 4.
მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას
ქართ. III. 7.
მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა
ქართ. III. 10.
მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება
|
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
Ø მასწავლებელი
მუშაობს მთელ კლასთან;
Ø მოსწავლეები
მუშაობენ წყვილებში;
Ø მოსწავლეები
მუშაობენ დიფერენცირებულად მცირე ჯგუფებში;
|
|
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი
მეთოდები და აქტივობები :
Ø აქტივობის
ბარათი კითხვის და წერის გამოყენებისათვის ;
Ø დაფიქრდი-დაწყვილდი-
გაუზიარე ;
Ø ასოციაციური
რუკა
Ø ლექსიკური
ერთეულების წინასწარ გაცნობა;
Ø პირველი
სტრიქონი ( პოსტერი )
Ø კითხვის
მატარებელი
Ø ვიზუალური
სქემები/გრაფიკული ორგანიზატორები ( 5 კითხვა , პერსონაჟის რუკა , შეჯამების ვარსკვლავი
)
Ø სახვითი
ხელოვნება ( დახატე ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი )
Ø პარალელის
გავლება /კავშირის დამყარება ( პოსტერი )
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
( ტექსტი, თვალსაჩინოება
, მულტიმედია , ინტერნეტრესურსი და სხვა )
ხათუნა კალატოზიშვილი ,, ფერები „ ( თითო მოსწავლისათვის თითო )
აქტივობის ბარათი ( თითო მოსწავლისათვის თითო )
კალამი, ფანქარი, ფერადი ფანქრები , პასტელი, აკვარელი , პლიფჩარტი .
კომპიუტერი;
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
|
I ფაზა - წაკითხვამდე
კლასის ორგანიზების შემდეგ
,მასწავლებელი გამოიკითხავს საშინაო დავალებას ( იხ, დანართი 1 ) გამოიყენებს გამოსაძახებელ
ვარსკვლავს . ყურადღებას გაამახვილებს რა ფერით ვხატავთ მზეს , ცას
დაფიქრდი -დაწყვილდი-გაუზიარე ,
ასოციაციური რუკა
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვა,, ფერი „ და მოსწავლეებს სთხოვს ერთი წუთის
განმავლობაში დაწერონ რაც ახსენდებათ ამ სიტყვაზე, შემდეგ გაუზიაროს მეწყვილეს ,
ბოლოს ყველა წყვილს გამოათქმევინებს მოსაზრებას და ყველას ნათქვამს წერს დაფაზე
, ასოციაციურ რუკაში .
ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვება
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს დიდ ფორმატზე დაწერილ სიტყვას და გამოთქმას
:
პალიტრა
სიხარულით მეცხრე ცაზე იყო.
აიხსენება სიტყვა და ხატოვანი გამოთქმა
.
მასწავლებელი მიმართავს აქტივობას
,, პირველი სტრიქონი „ რადგანაც ის გეგმავს ტექსტის ხმამაღლა წაკითხვას , მოსწავლეებს
წაუკითხავს პირველ სტრიქონს და მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს რის შესახებ იქნება
წასაკითხი ტექსტის შინაარსი და ამავე დროს გამოიყენებს პოსტერს ( იხ. დანართი
2 )
|
|
II ფაზა - კითხვის დროს
მასწავლებელი ისევ გამოიყენებს გამოსაძახებელ ვარსკვლავს და მოსწავლეები
აქტივობის ,,კითხვის მატარებელი „ საშუალებით
წაიკითხავენ ტექსტს .კითხვის დროს მასწავლებელი მიუბრუნდება პოსტერს( იხ.დანართი 2 ) ამავე დროს შემოიტანს
ახალ პოსტერს ( იხ. დანართი 3 ) და აქტივობას ,, პარალელების გავლება /კავშირის დამყარება „ შეივსება ფლიფჩარტზე ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები
,, ხუთი კითხვა „ და ,,პერსონაჟის რუკა „
|
|
III ფაზა - წაკითხვის შემდეგ
მოსწავლეები შეისვენებენ და შეასრულებენ
სიმღერას ,, ფერები „ შემდეგ კი ჩატარდება
ჯგუფური მუშაობა :სახვითი ხელოვნება ( დახატე
ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი)
ჯგუფები იმუშავებენ სხვადასხვა სახატავი საშუალებებით : ფანქრები , პასტელი,
აკვარელი . ჯგუფური სამუშაოების პრეზენტაციიშ შემდეგ ,მასწავლებელი ახალ ვიზუალურ
სქემას/გრაფიკულ ორგანიზატორს ,, შეჯამების
ვარსკვლავი „ შეავსებს მოსწავლეთა დახმარებით ფლიფჩარტზე .
|
|
შეფასება
|
|
დამატებითი რესურსი :
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ავტორი -ლალი ქობულაძე
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ირმა მალაციძე
,, კუსუნას ციხესიმაგრე „ ( ჯიპრაიდის გაკვეთილი )
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი , მე-3 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მაღალი სააზროვნო უნარების : ანალიზის , სინთეზის
, შეფასების განვითარება .
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
Ø ლიტერატურული
ტექსტის კითხვა და ანალიზი
Ø კითხვის
სტრატეგიების დაუფლება
Ø ლიტერატურული
პერსონაჟის დახასიათება საკუთარი აზრის დასაბუთება
Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება
ქართ. III.
2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის
გადმოცემა.
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ. III.
10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება
|
წინასწარი ცოდნა
|
იცნობენ ლიტერატურულ
ჟანრს - მოთხრობას , იციან სტრატეგიები , რომელიც მოცემულ გაკვეთილზე გამოიყენება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმავითარებელი
კომენტარი
შეფასების რუბრიკა
( ჯგუფური მუშაობისათვის )
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ირმა მალაციძე
,, კუსუნას ციხესიმაგრე „( თითო მოსწავლისთვის თითო ), ვიზუალური და გრაფიკული ორგანიზატორების
ქსეროასლები, ფლიფჩარტი, მარკერი, ცარცი, დაფა , მაგნიტები , კალამი , ფერადი ფანქრები,
კომპიუტერი, პროექტორი .
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
I ფაზა - წაკითხვამდე
( 8 წთ )
აქტივობა
1
მაპროვიცირებული შეკითხვა ( 1წთ )
ვინ ან რა შეიძლება იყოს კუსუნა ?
აქტივობა
2
რა ვიცით კუს შესახებ ?( კლასტერული/ გონებრივი რუკის
შედგენა )( 2წთ )
აქტივობა
3
მინი საინფორმაციო სლაიდის ჩვენება კუზე ( 2 წთ )
აქტივობა 4
ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა , ვიზუალურ სქემა
და გრაფიკული ორგანიზატორი ,, სიტყვის პირამიდა „ ( ივსება ნაწილობრივ ამ ფაზაზე
) ( წყვილებში მუშაობა )( 3 წთ )
II ფაზა - კითხვის დროს
( 22 წთ )
აქტივობა
5
,, ვარაუდების ღრუბელი „ - ვიზუალური სქემა და გრაფიკული
ორგანიზატორი ( 5 წთ )( მთელ კლასთან მუშაობა )
აქტივობა
6 ( 10 წთ )
პირველ გვერდს - საჩვენებელი კითხვით ვკითხულობ მე
( მასწავლებელი )
გაგრძელებით კითხვა ( კითხულობენ მოსწავლეები )
აქტივობა
7
მარკირებით კითხვა (7 წთ )
დავუბრუნდებით ვიზუალურ სქემას და გრაფიკულ ორგანიზატორს
,, სიტყვის პირამიდა და ვავსებთ მე-2 და მე 3- ხაზს ( წყვილებში მუშაობა )
III ფაზა - წაკითხვის შემდეგ
( 15 წთ )
აქტივობა
8
ჯგუფური მუშაობა
( ჰომოგენური ჯგუფები )( 12 წთ )
I ჯგუფი
ვიზუალური სქემა და გრაფიკული ორგანიზატორი .. პერსონაჟის
რუკა „
II ჯგუფი
ვიზუალური სქემა და გრაფიკული ორგანიზატორი ,, შეჯამების
ვარსკვლავი „
III ჯგუფი
ვიზუალური
სქემა და გარაფიკული ორგანიზატორი ,, ხუთსტრიქონიანი ლექსი „
IV ჯგუფი
დახატეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი
აქტივობა
9
მოსწავლეთა შეფასება ( 3 წთ )
განმავითარებელი კომენტარი
ვაკვირდები და საკუთარ რვეულში ვაკეთებ სპეციალურ ჩანაწერს .
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ავტორი -ლალი ქობულაძე
გაკვეთილის მთავარი თემა
|
კვადრატის პერიმეტრი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი , მე-3 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ისწავლიან კვადრატის პერიმეტრის გამოთვლას
სხვადასხვა ხერხით , გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად რეალურ ცხოვრებაში
.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
Ø კვადრატის
პერიმეტრის სხვადასხვა ხერხით გამოთვლა
Ø სოციალური
, სააზროვნო უნარ -ჩვევების განვითარება
მათ.III .3 ასრულებს გამრავლება-
გაყოფის მოქმედებებს და აკავშირებს მათ შეკრება -გამოკლებასთან და ერთმანეთთან .
მათ. III.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.მათ.
III.9. მოსწავლეს შეუძლია
ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან შეკრების,
გამრავლების კომპონენტები . მათ შორის ურთიერთკავშირი . იციან
გეომეტრიული ფიგურები, მართკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა სხვადასხვა ხერხით .
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მასწავლებლის სიტყვიერი
კომენტარი, შეფასების რუბრიკა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
თვალსაჩინო დიდაქტიკური მასალა გეომეტრიული ფიგურები, თოკი , მანიპულატორები,
ფლიფჩარტი, სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, საწერი კალამი , მარკერი ,ცარცი .
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
I ფაზა - წინასწარ (დრო 12 წუთი )
აქტივობა 1( 5 წუთი )
,,გააცოცხლე
ფიგურები „ ( ჯგუფური მუშაობა, ჰეტეროგენული ჯგუფები შემთხვევითი შერჩევით )
მოსწავლეები
გააცოცხლებენ გეომეტრიულ ფიგურებს : სამკუთხედი, მართკუთხედი, კვადრატი და ექვსკუთხედი
.
აქტივობა 2 ( 7წთ )
საშინაო დავალების შემოწმება
II ფაზა - განმავლობაში ( დრო
18 წთ )
აქტივობა 3 ( ჯგუფური მუშაობა
, ჰომოგენური ჯგუფები ,მზაობის მიხედვით, შეფასების რუბრიკის შევსება იხ. დანართი
1. )
I ჯგუფი ( მაღალი მზაობის
)
მაღალი
სირთულის დავალება
ამოცანა
კვადრატის
პერიმეტრი 80 სანტიმეტრის ტოლია . რას უდრის
მისი ერთი გვერდის სიგრძე .
II ჯგუფი ( მაღალი მზაობის
)
ამოცანა
ამოჭერი
კვადრატი , რომლის გვერდის სიგრძეა 10 სმ. გამოთვალე პერიმეტრი სხვადასხვა ხერხით
.
III ჯგუფი ( საშუალო მზაობის
)
ამოცანა
კვადრატის
ერთი გვერდის სიგრძე 5 სმ . დახაზე და გამოთვალე მისი პერიმეტრი .
IV ჯგუფი ( დაბალი მზაობის
)
მანიპულატორების
საშუალებით გამოთვალეთ კვადრატის პერიმეტრი .
III ფაზა -შემდეგ ( დრო 15 წთ )
აქტივობა 4 ( მთელ კლასთან
5წთ )
სახელმძღვანელოში
მუშაობა
აქტივობა 5 ( 5წთ )
ვიზუალურ
გრაფიკული ორგანიზატორი ,, ვენის დიაგრამა
„
რა
აქვთ საერთო და განმასხვავებელი მართკუთხედსა და კვადრატს ?
აქტივობა 6 ( 2წთ )
საშინაო
დავალების მიცემა
აქტივობა 7 ( 3წთ )
მოსწავლეთა
შეფასება ( ზეპირი , განმავითარებელი კომენტარი )
|
ორგანიზების ფორმა
|
ინდივიდუალური
, ჯგუფური , ,მთელ კლასთან .
|
დანართი 1 .
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
I ჯგუფი
|
II ჯგუფი
|
III ჯგუფი
|
IV ჯგუფი
|
სწორად შესრულებული სამუშაო
|
||||
პრეზენტაცია
|
||||
თანამშრომლობა
|
||||
მოსმენა
|
||||
ჯამი
|
გაკვეთილის გეგმა
შემდგენლები:
ლალი ქობულაძე
|
|
საგანი: ქართული
ენა და ლიტერატურა
|
კლასი: III
|
თემა: ნესტან კუპრავას
„რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი“
|
დრო: 45წთ
|
გაკვეთილის მიზანი/სწავლის შედეგები
oგაივარჯიშებენ
თხრობითი ტექსტის გაწაფულად წაკითხვაში წყვილებში კითხვის გზით;
oქრონოლოგიური თანმიმდევრობით
დაალაგებენ ტექსტში აღწერილ მნიშვნელოვან მოვლენებს;
oგანივითარებენ
წაკითხული ტექსტის მიხედვით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობის უნარჩვევებს;
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქართ. III. 4. მოსწავლეფლობსკითხვისტექნიკას.
ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი
სტრატეგიის გამოყენება.
ქართ. III. 11. მოსწავლესშეუძლიასხვადასხვასახისმარტივიმიზნობრივიტექსტებისდაწერადაშესაბამისადგაფორმება.
ქართ. III.
12. მოსწავლესშეუძლიამცირეზომისტექსტისდამოუკიდებლადშექმნადააზრისგასაგებადჩამოყალიბება.
|
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
o
მუშაობს მთელ კლასთან;
o
მოსწავლეები მუშაობენ ჰეტეროგენულ
წყვილებში; oმოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად; oმასწავლებელი მუშაობს დიფერენცირებულ ჯგუფთან
|
|
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და
აქტივობები:
o
oტექსტის წინასწარი
მიმოხილვა;
o
ლექსიკური ერთეულების წინასწარ
გაცნობა (სიტყვის მნიშვნელობის არავერბალურად ახსნა); oმასწავლებლის მიერ ხმამაღლა წაკითხვა;
o
oწყვილებში წაკითხვა;
o
მუშაობა ტექსტთან და სქემის შევსება;
o
დისკუსია (სხვადასხვა დონის შეკითხვების
დასმით); oმოთხრობის დასასრულის დაწერა (შემოქმედებითი წერა);
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები (ტექსტი, თვალსაჩინოება,
მულტიმედია, ინტერნეტრესურსი და სხვ.):
o
„რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი”,
G-PriEd-ის საკითხავი წიგნი.
o
დაფაზე/ფორმატზე ჩამოწერილი სიტყვების
ნუსხა (წაბლი, ლეღვი, დრუნჩი მოილოკა, ანკესი, თევზაობდა)
o
ვიზუალური სქემა:
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
I ფაზა - წაკითხვისთვის მომზადება
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ქუჩაში მოძრაობის წესები,
რასაც მოჰყვება ხანმოკლე საუბარი. შემდეგ ეუბნება, რომ დღეს წაიკითხავენ წიგნს პატარა
შუქნიშნის შესახებ
|
ტექსტის წინასწარი მიმოხილვა
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ბუკის
მეშვეობით წიგნის
ელექტრონულ ვერსიას: თქვენი აზრით, რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა? რა შეიძლება მოხდეს
მასში? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და საუბრობენ შინაარსის შესაძლო ვერსიებზე.
ლექსიკური ერთეულების წინასწარ
გაცნობა მასწავლებელი დაფაზე წინასწარ გააკრავს
ამობრუნებულ ბარათებს, რომლებზეც წერია შემდეგი სიტყვები: ტროტუარი,ყიჟინა,ააბრიალებდა, უწესრიგობა, . მასწავლებელი სთავაზობს ბავშვებს, უსიტყვო მინიშნებებით (ანუ ჟესტებითა
და მოძრაობებით) აუხსნან კლასელებს ბარათზე დაწერილი სიტყვა. თუკი არავერბალური მინიშნება
საკმარისი არ იქნება, ამხსნელს შეუძლია სიტყვიერი განმარტებაც მოიშველიოს.
მსურველი მოსწავლეები გამოდიან,
იღებენ თითო ბარათს, ნახულობენ სიტყვას ისე, რომ სხვებმა ვერ დაინახონ და იწყებენ
მისი მნიშვნელობის არავერბალურად გამოხატვას.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
II
ფაზა - კითხვის დროს
ტექსტის კითხვა პაუზებით და
კოგნიტური სქემით; ნაწარმოები დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, თითოეული ნაწილის წაკითხვის
შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს სიუჟეტის შესახებ და ივსება კოგნიტური სქემა.
III ფაზა - წაკითხვის შემდეგ
ჯგუფური მუშაობა
გასასვლელი ბარათები(ბავშვებმა უნდა
მოიფიქრონ მოთხრობის განსხვავებული დასასრული)
შეფასება
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას და
საკუთარ სამუშაო რვეულში აკეთებს სპეციალურ ჩანაწერებს. ეს შეიძლება იყოს:
§ სწრაფი მიმდინარე ჩანაწერები იმ მოსწავლეთა მუშაობის ასპექტებზე, რომლებიც:
ა) ძნელად ან საერთოდ ვერ ართმევენ თავს რომელიმე სამიზნე უნარის დაუფლება-გამოყენებას;
ბ) პასიურად ან საერთოდ არ ერთვებიან ამა თუ იმ აქტივობაში.
§ მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგის სქემა. გაკვეთილის მსვლელობისას ან
დასრულების შემდეგ ცხრილის უჯრებში მასწავლებელი ჩაწერს დაკვირვების შედეგებს ერთი-ორი
სიტყვით ან სპეციალური სიმბოლოებით (მაგ.:
ü/ á / J - კარგი, საუკეთესო; ± / à / K - საშუალო, დამაკმაყჰოფილებელი; â / L - საშუალოზე დაბალი, არადამაკმაყოფილებელი; ä - აწეული, გაუმჯობესებული; æ - დაწეული, გაუარესებული).
მოცემული
ცხრილის გარდა შესაძლებელია, დამატებითი რესურსის სახით, წერითი ნამუშევრისა და ჯგუფში
მუშაობის შეფასების რუბრიკების
გამოყენება.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий